ComCom-ისთვის აბონენტების უფლებების დაცვა და მათთვის ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდება მთავარი პრიორიტეტია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, აბონენტების 26%-ს, რომელთაც კომპანიების მიერ გადაცემული უფასო Wi-Fi როუტერები აქვთ, იმაზე ნაკლები სიჩქარით მიეწოდებათ ინტერნეტი, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამ პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მოძველებული Wi-Fi როუტერია, რომელიც ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფს იმ სიჩქარის გატარებას, რომელიც აბონენტს კომპანიებისგან ხელშეკრულებით აქვს შეძენილი.